![]()
2015-2025 წლებში "ტრი მედია ინტელიჯენსი“, სატელევიზიო აუდიტორიის მზომი, მსოფლიო ინდუსტრიის ლიდერ კომპანია "კანტარის" ტექნოლოგიის ოფიციალური ლიცენზიანტი იყო საქართველოში.
"კანტარის" მედია დანაყოფს 90-ზე მეტი ქვეყნის სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვის გამოცდილება ჰქონდა და 25,000-ზე მეტ მომხმარებელს სანდო მონაცემებით, მათზე მორგებული პროდუქტებითა და ინოვაციური სერვისებით უზრუნველყოფდა.
2026 წლის 25 თებერვლიდან კი Kantar Media ოფიციალურად გადავიდა ახალ ბრენდზე და ამიერიდან ოპერირებს სახელით Fifty5Blue. ბრენდის ცვლილების მიუხედავად, კვლევის მეთოდოლოგია, ტექნოლოგიური პლატფორმები და საერთაშორისო სტანდარტები უცვლელი რჩება. შესაბამისად, "ტრი მედია ინტელიჯენსი" ახლა უკვე Fifty5Blue-ს ოფიციალური ლიცენზიატი და პარტნიორი კომპანია, აგრძელებს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვას, ხოლო ქართული მედია ინდუსტრიისთვის სანდო და მაღალი ხარისხის მონაცემების მიწოდებას.
Fifty5Blue არის მედიის გაზომვისა და ანალიტიკის გლობალური ლიდერი კომპანია, რომელიც ოპერირებს 80-ზე მეტ ქვეყანაში.
Fifty5Blue-ს დამოუკიდებელი, ჰიბრიდული აუდიტორიის გაზომვა აერთიანებს სანდო აუდიტორიის პანელებსა და მასშტაბურ მონაცემებს, იმისათვის, რომ შექმნას ერთიანი და თანმიმდევრული სურათი სხვადასხვა პლატფორმასა და ბაზარზე. ამით კონტენტის მფლობელებს, რეკლამის დამკვეთებს, სააგენტოებსა და პლატფორმებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ გააზრებული გადაწყვეტილებები კონტენტის განვითარებისა და რეკლამის დაგეგმვის პროცესში.