პანელი

2016 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 დეკემბრამდე ტრი მედია ინტელიჯენსის პანელური კვლევა წარმომადგენლობითი იყო საქართველოს 7 დიდ ქალაქში (მოსახლეობით 40 ათასი და მეტი) მცხოვრები მოსახლეობის (4 წლის და უფროსი) სატელევიზიო ყურების. კვლევაში ჩართული იყო 540-მდე ოჯახი და განთავსებული იყო 800-მდე ფიფლმეტრი - ტელეყურების მზომი მოწყობილობა. 

2022 წლის 1 დეკემბრიდან, ტრი მედია ინტელიჯენსმა გააფართოვა კვლევის არეალი, სადაც  უკვე პანელური კვლევა წარმომადგენლობითია  საქართველოს ყველა დასახლებულ პუნქტში მცხოვრები (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) მოსახლეობის სატელევიზიო ყურების, სადაც მინიმუმ 80% თავისუფლად საუბრობს ქართულ ენაზე. კვლევაში ჩართულია 800-მდე ოჯახი, სადაც განთავსებულია 1100-ზე მეტი ფიფლმეტრი. ფიფლმეტრის ინსტალაცია ხდება  შინამეურნეობაში არსებულ ყველა ტელევიზორზე, რომლის საშუალებითაც ოჯახის წევრები სატელევიზიო გადაცემებს უყურებენ. 2022 წლის 1 დეკემბრისთვის ფიფლმეტრები განთავსბეული იყო საქართველოს 44 ქალაქსა და 233 სოფელში.

პანელური კვლევის არეალის გაფართოებასთან ერთად, ტრი მედია ინტელიჯენსმა ასევე განაახლა ტექნიკური აღჭურვილობა. საქართველო ერთ-ერთი პირველია კანტარის პარტნიორ ქვეყნებს შორის, ვინც იყენებს ამ სფეროში მსოფლიოში უახლეს ტექნოლოგიას პლანშეტური ფიფლმეტრებისა და ახალი სისტემის სახით, რომელიც განთავსებულია Microsoft-ის ვირტუალურ სერვერებზე. დამატებით, ჩვენი კომპანია პირველია, ვინც იყენებს კომბინირებულ ტექნოლოგიას 5000 სერიის მზომებისა და PM7-ების სახით. 

მონაცემები, თუ რა ინტენსიურობით უყურებენ კვლევის წევრები ტელევიზორს, ხელმომწერებს გადაეცემათ განზოგადოებული სახით, სადაც კვლევის ყველა წევრის პირადი მონაცემი კონფიდენციალურია. 

Error