„ტრი მედია ინტელიჯენსის“ სატელევიზიო აუდიტორიის პანელი გაფართოვდა
„ტრი მედია ინტელიჯენსი” არის საქართველოს სატელევიზიო აუდიტორიის მზომი კომპანია, რომელიც მსოფლიო ინდუსტრიის ლიდერი „კანტარის“ ლიცენზიატია საქართველოში.
კომპანიამ კლიენტებს პირველი მონაცემები 2016 წლიდან შესთავაზა. „ტრი მედია ინტელიჯენსი“ არის პირველი საქართველოში, რომელმაც სტუმრებისა და დროში წანაცვლებული ყურების გაზომვა დაიწყო. ასევე საქართველოს ბაზარზე არის ერთადერთი კომპანია, რომელმაც დაიწყო რეგიონული და უცხოენოვანი არხების ტელეყურების გაზომვა.
2016 წლიდან დღემდე სატელევიზიო ყურების პანელი მოიცავდა საქართველოს 7 ქალაქს: თბილისი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი. 2022 წლის დეკემბრიდან კი ახალი პანელი ამ ქალაქებთან ერთად აერთიანებს საქართველოს ყველა რეგიონს - 44 ქალაქსა და 233 სოფელს, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.
2022 წლის დეკემბრიდან შინამეურნეობების რაოდენობა, სადაც „ტრი მედია ინტელიჯენსს“ სატელევიზიო ყურების საზომი მოწყობილობა - ფიფლმეტრები აქვს დაყენებული, შეადგენს 800 ერთეულს, რომელიც წარმოადგენს 3 110 000 მაყურებელს.
პანელური კვლევის გაფართოებასთან ერთად „ტრი მედია ინტელიჯენსმა“ ასევე განაახლა ტექნიკური აღჭურვილობა. საქართველო ერთ-ერთი პირველია „კანტარის“ პარტნიორ ქვეყნებს შორის, ვინც იყენებს ამ სფეროში მსოფლიოში უახლეს ტექნოლოგიას პლანშეტური ფიფლმეტრებისა და ახალი სისტემის სახით, რომელიც განთავსებულია Microsoft-ის ვირტუალურ სერვერებზე.
„ტრი მედია ინტელიჯენსი“ აგრძელებს საქართველოს მედია სივრცისთვის, თანამედროვე კვლევის მეთოდების გამოყენებით, ზუსტი და მრავალფეროვანი ინფორმაციის მიწოდებას, რაც ხელს უწყობს სატელევიზიო სფეროს გაუმჯობესებას.
By სოფიო ლეჟავაOn 5 December, 2022