ტოპ 10 ფაქტი ტელეყურების შესახებ

 

  1. სატელევიზიო აუდიტორიის 6% ოჯახში მისული სტუმარია.
  2. სატელევიზიო ყურების 13%-ს დროში წანაცვლებული ყურება (გადახვევა) წარმოადგენს.
  3. სატელევიზიო რეკლამის ყველაზე დიდი წილი ტკბილ გაზიან სასმელებს უკავია, ხოლო მეორე  ადგილს  ონლაინ კაზინოები იკავებენ.
  4. სატელევიზიო გადაცემებში ყველაზე დიდი წილი (23%) მხატვრულ ფილმებს უკავია.
  5. ტელეყურებისას ყველაზე დიდი დრო სერიალებს ეთმობა.
  6. რეგიონულ ტელევიზიებზე გასული მხატვრული ფილმების ნახევარზე მეტი (51%) ქართული მხატვრული ფილმებია.
  7. სატელევიზიო ყურებას ახასიათებს სეზონურობა. წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს აღწევს იანვარ-თებერვალში, ხოლო ყველაზე დაბალი სიხშირის ყურება ფიქსირდება ივლისი-აგვისტოს თვეებში.
  8. ტელევიზორს ყველაზე ნაკლებად ოთხშაბათ დღეს უყურებენ, ხოლო ყველაზე მეტს - კვირა დღეს.
  9. სპორტული ჟანრის მაყურებლის ერთ მესამედზე მეტი ქალბატონები არიან.
  10. დღის განმავლობაში ტელევიზორს ყველაზე მეტი მაყურებელი 21 საათიდან 23 საათამდე უყურებს.

 

მონაცემები წარმოადგენს „ტრი მედია ინტელიჯენსის“ მიერ საქართველოს 7 ქალაქში (თბილისი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ფოთი) ტელეყურების გაზომვის ოფიციალურ შედეგებს 2019 წლის მონაცემებით.

სოფიო ლეჟავა

By სოფიო ლეჟავაOn 17 March, 2020