ოსკარის 95-ე ცერემონია
12 მარტს, ლოს ანჟელესში, დოლბის თეატრში ოსკარის დაჯილდოების 95-ე ცერემონია გაიმართა. საქართველოში კინოაკადემიის ცერემონია ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კი გუშინ, 14 მარტს, ღამის ეთერში გავიდა. გადაცემა 23:30-ზე დაიწყო და ის წუთში საშუალოდ 116 ათასმა მაყურებელმა ნახა. გადაცემის მიმდინარეობისას მთლიანი სატელევიზიო ყურების 16% მიმართული იყო „იმედზე“.
ოსკარის დაჯილდოების მაყურებელთა 33% თბილისის, ხოლო 67% დანარჩენი საქართველოს წარმომადგენელი იყო. რაც შეეხება გადაცემის მაყურებელთა ასაკობრივ განაწილებას, ყველაზე მეტი, მაყურებელთა 27% არხს 63 წელს გადაცილებულ ქალების კატეგორიაში ჰყავდა. ზოგადად კი, გადაცემის მაყურებელთა 59%-ს ქალები შეადგენდნენ, ხოლო 41%-ს კაცები.
მონაცემები წარმოადგენს „ტრი მედია ინტელიჯენსის“ მიერ საქართველოს სატელევიზიო აუდიტორიის ყურებoს ქცევის გაზომვის ოფიციალურ შედეგებს. მონაცემები აღებულია 4 წელს ზემოთ მოსახლეობისგან, სტუმრებისა და დროში წანაცვლებული ყურების გათვალისწინებით.
By სოფიო ლეჟავაOn 15 March, 2023