ტელემაყურებლების დემოგრაფიული მაჩვენებლები
„ტრი მედია ინტელიჯენსი“ საქართველოს მასშტაბით (ოკუპიებული ტერიტორიების გარდა) სატელევიზიო აუდიტორიის ყურების ქცევას ზომავს. სატელევიზიო აუდიტორია კი მრავალფეროვანია და ერთმანეთისგან გასხვავდება სქესით, ასაკით, საცხოვრებელი ადგილით, დასაქმების სტატუსითა და სხვა მრავალი ინდიკატორით. ქვემოთ მოცემული მონაცემები წარმოადგენს 2023 წლის 6 თვის (1 იანვარი - 30 ივნისი, 2023) გაზომვის ოფიციალურ შედეგებს.
ზოგადად, სრულ სატელევიზიო ყურებაში, მაყურებელთა 45%-ს კაცები წამოადგენენ, ხოლო 55%-ს - ქალები. მაყურებელთა 27% თბილისში ცხოვრობს, 28% - აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო მათი უდიდესი ნაწილი 45% - დასავლეთ საქართველოს მაცხოვრებელია. ტელევიზორის აუდიტორიის 26%-ი 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაზე მოდის, ხოლო ყველაზე მცირე 7% კი 16-24 წლამდე ახალგაზრდები არიან. მნიშვნელოვანია ოჯახის ზომის განსაზღვრაც. როგორც აღმოჩნდა, 21% 6 და მეტ წევრიანი ოჯახებია, ხოლო ტელემაყურებელთა მხოლოდ 8% არის ერთწევრიანი ოჯახის წარმომადგენელი. აღსანიშნავია, რომ ტელემაყურებელთა 65% უმუშევარია, 35% კი - დასაქმებული. ტელეაუდიტორიის უმრავლესობის - 54%-ის სოციო-ეკონომიკური სტატუსი საშუალოა, ხოლო 23-23%-ს დაბალი და მაღალი სოციო-ეკონომიკური სტატუსის მაყურებლები ინაწილებენ.
სრული სატელევიზიო ყურების ტენდენციები ცალკეული არხებისთვის შესაძლოა მსგავსი იყოს ან განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ მაყურებლის 35-35% თბილისსა და დასავლეთ საქართველოში ცხოვრობს, ხოლო დარჩენილი 31% - აღმოსავლეთ საქართველოში. სხვა არხებთან შედარებით, მას პროცენტულად უფრო მეტი დასაქმებული აუდიტორია ჰყავს.
„იმედის“ ტელემაყურებელთა 36%-ს 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა შეადგენს და მისი მაყურებლების ნახევარზე მეტი - 51% დასავლეთ საქართველოში ცხოვრობს.
რაც შეეხება „ჯი დი ესს“, მას უფრო მეტი კაცი მაყურებელი ჰყავს, ვიდრე ქალი. „ჯი დი ესის“ აუდიტორიის ყველაზე დიდი რაოდენობა - 27% 55-63 წლამდე მოსახლეობაა.
მონაცემები წარმოადგენს „ტრი მედია ინტელიჯენსის“ მიერ საქართველოს სატელევიზიო აუდიტორიის ყურებoს ქცევის გაზომვის ოფიციალურ შედეგებს. მონაცემები აღებულია 4 წელს ზემოთ მოსახლეობისგან, პერიოდი 1 იანვარი - 30 ივნისი, 2023. გამოყენებული ცვლადი - Profile%.
By სოფიო ლეჟავაOn 24 July, 2023