„ღამის კურიერი“ რუსთავი 2-ის ეთერს დაუბრუნდა
2020 წლის 17 მარტს „ღამის კურიერი“ 13 წლიანი პაუზის შემდეგ ეთერში წარმატებულად დაბრუნდა. „ღამის კურიერის“ პირველი სტუმარი პრემიერი გიორგი გახარია იყო. პრემიერის პირველი ინტერვიუ საყოველთაო ინტერესის საგანს, მსოფლიოში გავრცელებულ ვირუსს, COVID-19-ს, მის წინააღმდეგ სახელმწიფოს ბრძოლისა და პრევენციის საკითხებს ეხებოდა.
გადაცემა 1 საათსა და 8 წუთს გაგრძელდა და წუთში საშუალოდ, 18 წელს ზევით მყოფმა 80 ათასმა მაყურებელმა ნახა.
პრემიერის ინტერვიუს მსვლელობისას 22:00-დან 23:08-მდე ჩართული ტელევიზორების 15,5% მიმართული იყო ტელეკომპანია „რუსთავი2“-ზე.
„ღამის კურიერს“ სატელევიზიო აუდიტორიის ყველაზე დიდი რაოდენობა დაწყებიდან მე-20 წუთზე ჰყავდა, წუთში საშუალოდ 98 ათასი და ამ პერიოდში მოიცვა 18 წელს ზევით მყოფი, დაახლოებით 99 ათასი ადამიანი. აუდიტორიის უმრავლესობა, რომელმაც გადაცემის მსვლელობისას გადართო რუსთავი 2-ზე, დარჩა არხზე ხანგრძლივად.
გადაცემის აუდიტორიის უმეტესობას, 48%-ს, დასაქმებულები წარმოადგენდნენ. ასაკობრივ ჭრილში, ქალბატონების უმრავლესობას, 36%-ს, 45-64 ასაკობრივი ჯგუფი შეადგენდა. ხოლო მამაკაცებში დომინირებდა 18-44 წლის ასაკობრივი ჯგუფის მაყურებელი 41%-ით.
17 მარტამდე რუსთავი 2-ზე, სამშაბათობით 22:00 საათზე ეთერი ეთმობოდა გადაცემას „გააცინე და მოიგე“, რომლის საშუალო რეიტინგიც ჩამორჩება 17 მარტს გასული „ღამის კურიერის“ რეიტინგს, რაც შეიძლება იმის მიმანიშნებელიც იყოს, რომ მაყურებლისთვის „ღამის კურიერის“ ფორმატის მსგავსი გადაცემები, მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე კორონა ვირუსთნ დაკავშირებული მოვლენების გათვალისწინებით, გაცილებით საიტერესო და შესაბამისად, რეიტინგულიცაა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გადაცემა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად გავიდა ეთერში, რამაც ხელი შეუწყო მაყურებლის ინტერესის ზრდას და დამატებით იმანაც, რომ გადაცემის პირველივე სტუმარი, საქართველოს პრემიერ მინისტრი იყო.
By სოფიო ლეჟავაOn 8 April, 2020