ტრი მედია ინტელიჯენსი - კონფერენცია 2024
26 იანვარს, სასტუმრო „პარაგრაფში“ ჩატარდა „ტრი მედია ინტელიჯენსის“ ყოველწლიური კონფერენცია. კონფერენციის მიზანი იყო ქართული მედიასივრცის განვითარებაში წვლილის შეტანა, კომპანიის ხელმომწერებისთვის მედია სივრცეში არსებული გამოწვევებისა და მათთან გამკლავების გზების გაზიარება. „ტრი მედი ინტელიჯენსის“ ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ მოცრაძემ შეაჯამა 2023 წლის ტელეყურება, შეეხო წლის ტრენდებსა და საინტერესო მოვლენებს სატელევიზიო სივრცეში.
რაც შეეხებათ მოწვეულ მომხსენებლებს, მათ ისაუბრეს საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე, ბრენდის შექმნის ისტორიებზე, სხვა ქვეყნების მედია სივრცის ინოვაციისა და ტექნიკური ნოუჰაუების შესახებ.
მომხსენებელთა შორის იყვნენ Kettari Foundation-ის წარმომადგენელი სერგი გვარჯალაძე, რომელმაც ისაუბრა ტელაუდიტორიის ჩართულობაზე დიდი ეკრანის მიღმა, ე.წ. მეორე ეკრანის მნიშვნელობაზე. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიასკოლის ხელმძღვანელმა შორენა შავერდაშვილმა წარმოადგინა მედია აკადემია და ისაუბრა მის როლსა და მნიშვნელობაზე. საკუთარი ბრენდის შექმნის ისტორიაზე ისაუბრეს Film Asylum-ის თანადამფუძნებელმა ნიკოლოზ გუგუშვილმა და Food4ge-ის შემქმნელმა მარიამ კუბლაშვილმა. „ტრი მედია ინტელიჯენსის“ კვლევითმა დირექტორმა ანა ლორთქიფანიძემ და GORBI-ის გენერალურმა მენეჯერმა ლენს ალენმა განიხილეს მედია კვლევები გლობალურ კონტექსტში.
„ტრი მედია ინტელიჯენსი“ გეგმავს არსებული ფორმატი ტრადიციად აქციოს და ტელეყურების ტენდენციები თავის ხელმომწერებს ყოველწლიურად გაუზიაროს.
ღონისძიების მხარდამჭერი იყო Kettari Foundation.
By სოფიო ლეჟავაOn 29 January, 2024