სააღდგომო ლიტურგია პანდემიის პირობებში

Covid-19-ის პანდემიისა და საყოველთაო მოწოდების "დარჩი სახლში"-ს გამო, წელს სააღდგომო ლიტურგიის მოსმენა მართლმადიდებელი მრევლის უმეტესობისთვის ტელევიზორის საშუალებით იყო შესაძლებელი. 

სააღდგომო ლიტურგიის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება 12 ქართულ ტელეარხზე მიმდინარეობდა და საშუალოდ, 3 საათი დაეთმო. სააღდგომო ლიტურგიის ტრანსლაციას 12 არხზე ერთად წუთში საშუალოდ 251 ათასმა ადამიანმა უყურა, რაც 7 დიდი ქალაქის სატელევიზიო აუდიტორიის 17%-ს წარმოადგენს, ხოლო ერთი წუთით მაინც აუდიტორიის 55%-მა ნახა. 

ყველაზე მეტი, წუთში საშუალოდ 110 ათასი მაყურებელი სააღდგომო ლიტურგიას ტელეკომპანია  იმედზე  ჰყავდა. მას მოსდევს მთავარი არხი - 37 ათასი მაყურებლით, შემდეგ რუსთავი 2 - 26 ათასი მაყურებლით და TV პირველი და მაესტრო 21-21 ათასიანი მაყურებლით.

ლიტურგიის ტრანსლირების აუდიტორიის უმეტესობას 34%-ს 45-64 წლის მაყურებელი შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის აღდგომის ღამით 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე აუდიტორიის 54% უყურებდა ქართულ ტელეარხებს, ხოლო 2020 წელს ეს მაჩვენებლი 68%-მდეა გაზრდილი.

 

სოფიო ლეჟავა

By სოფიო ლეჟავაOn 22 April, 2020