მეგაშოუ „ნიჭიერის“ პირველი გადაცემა

7 სექტემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მეგაშოუ „ნიჭიერის“ ახალი სეზონი დაიწყო. მეგაშოუ ახალი წამყვანითა და ჟიურის წევრებით წარსდგა მაყურებლის წინაშე.

„ნიჭიერი“ საღამოს 10 საათზე დაიწყო და ის წუთში საშუალოდ 201 ათასმა მაყურებელმა ნახა. მეგაშოუს მიმდინარეობისას მთლიანი სატელევიზიო ყურების 45% მიმართული იყო ტელეკომპანია „იმედზე“.

მიმდინარე სეზონის პირველი გადაცემის მსვლელობისას თბილისის სატელევიზიო ყურების 46%, ხოლო რეგიონის სატელევიზიო ყურების 44% მიმართული იყო „იმედზე“. რაც შეეხება მეგაშოუს ასაკობრივ გადანაწლებას, ყველაზე მეტი მაყურებელი მას 41-60 წლის ასაკობრივ ჯგუფში ჰყავდა. „ნიჭიერის“ სატელევიზიო აუდიტორიის 67%-ს ქალები შეადგენდნენ, ხოლო 33%-ს -კაცები.

აღსანიშნავია, რომ გასული სეზონის პირველ გადაცემას, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 2017 წლის ოქტომბერში გავიდა, წუთში საშუალოდ 310 ათასი მაყურებელ იჰყავდა და მისი მიმდინარეობისას მთლიანი სატელევიზიო ყურების 60% იყო მიმართული „იმედზე”. ხოლო 2016 წლის ნოემბერში სეზონის პირველ გადაცემას, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ისეთერში გავიდა, წუთში საშულოდ 315 ათასი მაყურებელი ჰყავდა და მეგაშოუს მიმდინარეობისას მთლიანი სატელევიზიო ყურების 60% იყო მიმართული „რუსთავი 2”-ზე.

 

მონაცემები ემყარება  თბილისისა და საქართველოს 6 დიდი ქალაქის (რუსთავი, გორი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი) პანელს, სადაც კომპანია „ტრი მედია ინტელიჯესი“ ახდენს ყურებადობის გაზომვას. მონაცემები აღებულია 18 წელს ზემოთ მოსახლეობისგან სტუმრებისა და დროში წანაცვლებული ყურების გათვალისწინებით.

სოფიო ლეჟავა

By სოფიო ლეჟავაOn 17 September, 2020