თბილისის "ლოკომოტივი" 2:1 მოსკოვის "დინამო"
17 სექტემბერს გაიმართა 2020/2021 სეზონის ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საფეხბურთო მატჩი, სადაც ერთმანეთს ეასპარეზებოდა თბილისის „ლოკომოტივი“ და მოსკოვის „დინამო“. ანგარიში 2:1 დასრულდა „ლოკომოტივის“ სასარგებლოდ.
მსოფლიოში მიმდინარე პანდემიის გამო თამაშმა სტადიონზე გულშემატკივრის გარეშე ჩაიარა. მატჩის ტრანსლირება მოხდა ”სილქ იუნივერსალზე“ და ის წუთში საშუალოდ 45 ათასმა მაყურებელმა ნახა. ტრანსლირება 2 საათი და 4 წუთი მიმდინარეობდა. მატჩის მსვლელობისას მთლიანი სატელევიზიო ყურების 9% მიმართული იყო „სილქ იუნივერსალზე“.
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას თბილისის სატელევიზიო ყურების 9%, ხოლო რეგიონის სატელევიზიო ყურების 10% მიმართული იყო "სილქ იუნივერსალზე". რაც შეეხება მატჩის აუდიტორიის ასაკობრივ გადანაწილებას, ყველაზე მეტი მაყურებელი მას 18-44 წლის ასაკობრივ ჯგუფში ჰყავდა. თამაშის სატელევიზიო აუდიტორიის 74%-ს კაცები შეადგენდნენ, ხოლო26%-სკი ქალბატონები.
მონაცემები ემყარება თბილისისა და საქართველოს 6 დიდი ქალაქის (რუსთავი, გორი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი) პანელს, სადაც კომპანია „ტრი მედია ინტელიჯესი“ ახდენს ყურებადობის გაზომვას. მონაცემები აღებულია 18 წელს ზემოთ მოსახლეობისგან სტუმრებისა და დროში წანაცვლებული ყურების გათვალისწინებით.
By სოფიო ლეჟავაOn 19 September, 2020