სატელევიზიო აუდიტორიის მზომი პანელის გაფართოება საქართველოში

2021 წელი „ტრი მედია ინტელიჯენსისთვის“ სასიხარულო სიახლით დაიწყო. როგორც გასული წლის 27 თებერვალს გამართულ „ტი-ემ-აი“-სა და „კანტარ მედია“-ს ერთობლივ კონფერენციაზე დაანონსდა, იგეგმება სატელევიზიო აუდიტორიის მზომი პანელის გაფართოება მთელი ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). განახლებული პანელის გენერალური ერთობლიობა იქნება შემდეგი: ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ დასახლებულ პუნქტებში, სადაც მოსახლეობის 80%-ზე მეტი გამართულად საუბრობს ქართულად, არიან 4 წლისა და მეტი ასაკის, ცხოვრობენ კერძო შინამეურნეობებში და ფლობენ მინიმუმ ერთ მუშა მდგომარეობაში მყოფ ტელევიზორს, რომელიც გამოიყენება სატელევიზიო გადაცემების საყურებლად. აღნიშნული გაფართოება გულისხმობს, რომ სატელევიზიო აუდიტორიის მზომი პანელი გაიზრდება 45%-ით 800 შინამეურნეობამდე, შემდეგი გადანაწილებით: თბილისი - 250, 6 დიდი ქალაქი -250 (მოსახლეობით 40 ათასი და მეტი), დანარჩენი საქართველო (საქალაქო და სასოფლო დასახლებები) - 300. 

„ტი-ემ -აი“ დანერგავს „კანტარ მედიას“ უახლეს ტექნოლოგიას, რითაც შეძლებს მიიღოს უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია და მონაცემი ქვეყნის მასშტაბით მაყურებელთა სატელევიზიო ყურების ჩვევების შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია  „კანტარის ფიფლმეტრი 7“-ს საშუალებით. ეს არის უახლესი თაობის მზომი, რომელიც სატელევიზიო ყურების გასაზომად იყენებს სენსორულ ტაბლეტს, როგორც პირდაპირი ეთერის, ისე დროში წანაცვლებული ყურების გასაზომად. 

აღნიშნული სიახლე საკუთარ საიტზე უკვე განათავსა „კანტარ მედიამ“.  

„ტი-ემ-აი“-ს მიერ დაგეგმილი სატელევიზიო აუდიტორიის მზომი პანელის გაფართოების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა ასევე რამდენიმე უცხოურ წამყვან საიტზეც: 

Research Live     Broadband TV News     Advanced Television      MRWeb

 

სოფიო ლეჟავა

By სოფიო ლეჟავაOn 21 January, 2021