მეგაშოუ „ვოისის“ პირველი გადაცემა

20 თებერვალს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ ეთერში საერთაშორისო მუსიკალური მეგაშოუ „ვოისი“ დაიწყო. მეგაშოუს ჟიურის წევრები არიან მუსიკოსები: სტეფანე, ნიაზ დიასამიძე, ნიკოლოზ რაჭველი და სალიო.

„ვოისი“ საღამოს 10 საათზე დაიწყო და ის წუთში საშუალოდ 50 ათასმა მაყურებელმა ნახა. მეგაშოუს მიმდინარეობისას მთლიანი სატელევიზიო ყურების 9% მიმართული იყო „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე“. 

„ვოისის“ პირველი გადაცემის მსვლელობისას თბილისის სატელევიზიო ყურების 10%, ხოლო რეგიონის სატელევიზიო ყურების 8% მიმართულიიყო „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე“. რაც შეეხება მეგაშოუს ასაკობრივ გადანაწლებას, ყველაზე მეტი, 18 ათასი მაყურებელი მას 18-44 წლის ქალების ასაკობრივ ჯგუფში ჰყავდა. „ვოისის“ სატელევიზიო აუდიტორიის 66%-ს ქალები შეადგენდნენ, ხოლო 34%-ს - კაცები.

 

მონაცემები ემყარება თბილისისა და საქართველოს 6 დიდი ქალაქის  (რუსთავი, გორი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი) პანელს, სადაც  კომპანია „ტრი მედია ინტელიჯენსი“ ახდენს ყურებადობის გაზომვას. მონაცემები აღებულია 18 წლის ზემოთ მოსახლეობისგან სტუმრებისა და დროში წანაცვლებული ყურების გათვალისწინებით.

სოფიო ლეჟავა

By სოფიო ლეჟავაOn 22 February, 2021