საშობაო მეჯლისი

6 იანვარს ტელეკომპანია „იმედის“ საახალწლო ეთერში გავიდა „საშობაო მეჯლისი“, რომლიც დადიანების სასახლეში გაიმართა. 

მეჯლისი საღამოს 10 საათზე დაიწყო და ის წუთში საშუალოდ 180 ათასმა მაყურებელმა ნახა. მისი მიმდინარეობისას მთლიანი სატელევიზიო ყურების 31% მიმართული იყო ტელეკომპანია „იმედზე“.

მეჯლისს თბილისში წუთში საშუალოდ 119 ათასმა, ხოლო რეგიონში წუთში საშუალოდ 61 ათასმა მაყურებელმა უყურა. რაც შეეხება ასაკობრივ გადანაწილებას, პროცენტულად ყველაზე მეტი მაყურებელი - 27%, მას 65 წელს გადაცილებულ ქალების ასაკობრივ ჯგუფში ჰყავდა, ხოლო ყველაზე ნაკლები მაყურებელი - 6%, 18 წლამდე ქალების ასაკობრივმა ჯგუფმა დაიკავა. „საშობაო მეჯლისის“ სატელევიზიო აუდიტორიის 66%-ს ქალები შეადგენდნენ, ხოლო 34%-ს - კაცები.

 

მონაცემები ემყარება თბილისისა და საქართველოს 6 დიდი ქალაქის  (რუსთავი, გორი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი) პანელს, სადაც კომპანია „ტრი მედია ინტელიჯესი“ ახდენს ყურებადობის გაზომვას. მონაცემები აღებულია 4 წელს ზემოთ მოსახლეობისგან სტუმრებისა და დროში წანაცვლებული ყურების გათვალისწინებით.

სოფიო ლეჟავა

By სოფიო ლეჟავაOn 11 January, 2022