„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალი

14 იანვარს ტელეკომპანია „იმედის“ საახალწლო ეთერში გავიდა „ცეკვავენ ვარსკვალების“ მეათე სეზონის ფინალი. ფინალის გამარჯვებულები გახდნენ ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა და რატი გაჩეჩილაძე.

„ცეკვავენ ვარსკვალების“ ფინალი საღამოს 10 საათზე დაიწყო და ის წუთში საშუალოდ 215 ათასმა მაყურებელმა ნახა, რაც წინა სეზონის ფინალთან შედარებით 20%-ით ნაკლები იყო. მისი მიმდინარეობისას სატელევზიო ყურების 44% მიმართული იყო ტელეკომპანია „იმედზე“.

მეგაშოუს ფინალი თბილისში წუთში საშუალოდ 146 ათასმა, ხოლო რეგიონში წუთში საშუალოდ 69 ათასმა მაყურებელმა ნახა. რაც შეეხება ასაკობრივ გადანაწილებას, პროცენტულად ყველაზე მეტი მაყურებელი - 31%, მას 65 წელს გადაცილებულ ქალების ასაკობრივ ჯგუფში ჰყავდა, ხოლო ველაზე ნაკლები მაყურებელი - 8%, 18 წლამდე კაცების ასაკობრივმა ჯგუფმა დაიკავა. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ სატელევიზიო აუდიტორიის 70%-ს ქალები შეადგენდნენ, ხოლო 30%-ს - კაცები.

 

მონაცემები ემყარება თბილისისა და საქართველოს 6 დიდი ქალაქის  (რუსთავი, გორი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი) პანელს, სადაც კომპანია „ტრი მედია ინტელიჯესი“ ახდენს ყურებადობის გაზომვას. მონაცემები აღებულია 4 წელს ზემოთ მოსახლეობისგან სტუმრებისა და დროში წანაცვლებული ყურების გათვალისწინებით.

სოფიო ლეჟავა

By სოფიო ლეჟავაOn 17 January, 2022