საქართველო - ჩრდ. მაკედონიის მატჩი
23 სექტემბერს „დინამოს“ სტადიონზე უეფა ერთა ლიგის მატჩი ჩატარდა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის, რომლის ტრანსლაციაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ პირდაპირ ეთერში გაიმართა. ანგარიში 2:0 დამთავრდა საქართველოს სასარგებლოდ.
მატჩი 19:50-ზე დაიწყო და ის წუთში საშუალოდ 252 ათასმა მაყურებელმა ნახა. მატჩის მიმდინარეობისას მთლიანი სატელევიზიო ყურების 43% მიმართული იყო „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე“.
აღნიშნული მატჩის მაყურებელთა 67% თბილისის, ხოლო 33% რეგიონის წარმომადგენელი იყო. რაც შეეხება მატჩის მაყურებელთა ასაკობრივ განაწილებას, ყველაზე მეტი, მაყურებელთა 20% არხს 18-44 წლამდე ქალების კატეგორიაში ჰყავდა, ხოლო კაცების შემთხვევაში, ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი 17% - იგივე ასაკობრივ კატეგორიაში.
აღნიშნული მატჩის ტრანსლაციის შედეგად, „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ რეიტინგი გაიზარდა და სრულ სატელევიზიო ყურებაში პირველი ადგილი დაიკავა (იმ საათობრივ ზოლში, როდესაც მატჩი მიმდინარეობდა 19:50-21:54).
მონაცემები ემყარება თბილისისა და საქართველოს 6 დიდი ქალაქის (რუსთავი, გორი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი) პანელს სადაც კომპანია „ტრი მედია ინტელიჯენსი“ ზომავს სატელევიზიო ყურებას. მონაცემები აღებულია 4 წელს ზემოთ მოსახლეობისგან, სტუმრებისა და დროში წანაცვლებული ყურების გათვალისწინებით.
By სოფიო ლეჟავაOn 26 September, 2022