საქართველოში ტელემაყურებლები არჩევნების დღეს სხვადასხვა არხს ანიჭებენ უპირატესობას: 2021 წელს ყველაზე მეტი მაყურებელი არჩევნების დღეს ტელეკომპანია „იმედს“ ჰყავდა, ხოლო შარშან, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს, ყველაზე მეტი მაყურებელი „მთავარი არხის“ ეთერმა მოიზიდა.